წვდომის მენიუ

შპს ”საქართველოს ფოსტისათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 529 / 15

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 13, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (30.09.2011 №7/435-11) მიმართა შპს ”საქართველოს ფოსტამ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით”  საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის გათვალისწინებული ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის   ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

 კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

           კომისია ასევე აღნიშნავს,რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამასთან,  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 188 XX ფორმატით, სადაც ”XX” არის საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელი.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”საქართველოს ფოსტა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლისთვის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”საქართველოს ფოსტის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”საქართველოს ფოსტას” ნუმერაციის რესურსი 1-8-8-8-8 (ერთი-რვა-რვა-რვა-რვა) საქართველოს  ტერიტორიაზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების,  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”საქართველოს ფოსტას”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-8-8-8-8 (ერთი-რვა-რვა-რვა-რვა) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის,  ერთი წლის ვადით 2011 წლის 13 ოქტომბრიდან 2012 წლის 13 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე;

2.    შპს ”საქართველოს ფოსტა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს დამოწმებული ასლის შპს ”საქართველოს ფოსტისათვის” ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი                                                                             

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                    კ. კვიტაიშვილი                                                 

                                                                                                 ი. მოსეშვილი                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები