წვდომის მენიუ

შპს ,,ხატია-2000“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 542 / 18

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის გიორგი გოგიაშვილის 2011 წლის 10 ოქტომბრის N10/923-11 მოხსენებითი ბარათი შპს ,,ხატია-2000“-ის შემოწმების საფუძველზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის N000173 ოქმთან ერთად. 2011 წლის 5 ოქტომბრის N000173 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს ,,ხატია-2000“ ქ. ბათუმში ტაქსებით მომსახურებაზე რადიოკავშირის უზრუნველსაყოფად შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ნებართვის გარეშე იყენებდა 158.050 მჰც და 163.150 მჰც სიხშირეს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის   დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, კომისიამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ხატია-2000“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის  მიერ შედგენილ იქნა 2011 წლის 5 ოქტომბერს, რომელიც კომისიას წარედგინა 2011 წლის 10 ოქტომბერს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2011 წლის 17 ოქტომბრის   16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2011 წლის 11 ოქტომბერს,  რის შესახებაც  შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ხატია-2000“-ს. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. მხარეს ასევე განემარტა, რომ  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 17 ოქტომბერს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ხატია-2000“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბატონი ანზორ სირაბიძე, რომელმაც აღიარა შპს ,,ხატია-2000“-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.      კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის გიორგი გოგიაშვილის 2011 წლის 10 ოქტომბრის N10/923-11 მოხსენებითი ბარათი;

2.      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 5 ოქტომბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000173;

3.      ჩანაწერი CD, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,ხატია 2000“-ის მიერ ხდებოდა 158.050 მჰც სიხშირის გამოყენება;

4.      2011 წლის 17 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,ხატია-2000“-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის ბატონი ანზორ სირაბიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.      კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №0000173 ოქმი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა  მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ნიკოლოზ კონდოლელი, გივი ქართველიშვილი და კახაბერ მამისეიშვილი, ასევე შპს ,,ხატია-2000“-ის მენეჯერი ანზორ სირაბიძე;

2.      შპს ,,ხატია-2000“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე სარგებლობდა რადიოსიხშირული სპექტრით -158.050 მჰც და 163.150 მჰც;

3.      შპს ,,ხატია-2000“-ს არასოდეს მოუმართავს კომისიისათვის სიხშირეთა მინიჭების მოთხოვნით და არასოდეს ჰქონია მინიჭებული მის მიერ გამოყენებული სიხშირე;

4.      საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არა აქვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე  მუხლებით.

კომისია აღნიშნავს:

1.      „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა;

2.      ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

3.      „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

4.       ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5.       საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ხატია-2000“-ის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდებოდა კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 5 ოქტომბერს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით N000173 და 2011 წლის 17 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე შპს ,,ხატია-2000“-ის წარმომადგენლის ანზორ სირაბიძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, შპს ,,ხატია-2000“-ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევას და ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას; კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ხატია-2000“-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით; ამავე დროს, მას დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ნებართვის  გარეშე  რადისიხშირული სპექტრით -158.050 მჰც და 163.150 მჰც სიხშირეებით სარგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-18 პუნქტების, 38-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.      შპს ,,ხატია-2000“-ს დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2.      უზრუნველყოს შპს ,,ხატია-2000“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

           - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

           - ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

           - სახაზინო კოდი -  300693251;

3.       დაევალოს შპს ,,ხატია-2000“-ს ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.      შპს ,,ხატია-2000“-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნებართვის გარეშე რადისიხშირული სპექტრით - 158.050 მჰც და 163.150 მჰც სიხშირეებით  სარგებლობა;

5.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ,,ხატია- 2000“-სათვის;

6.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) 10 დღის ვადაში;

7.      გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების შპს ,,ხატია-2000“-სათვის ჩაბარებისთანავე;

8.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                     . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები