წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №75 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 544 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 20 ოქტომბრის №75 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 20 ოქტომბრის №75 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის N520/18 და N521/18 გადაწყვეტილებებში ტექნიკური შეცდომების გასწორების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

2. კომისიის 2011 წლის 20 ოქტომბრის №75 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

                      კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები