წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის N520/18 და N521/18 გადაწყვეტილებებში ტექნიკური შეცდომების გასწორების შესახებ

ნომერი: 546 / 19

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 26, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 20, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები №520/18 და N521/18, რომლებშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ადმინისტრაციული სახდელის გადახდის მიზნით, ნაცვლად 30 დღისა მითითებულ იქნა 15 დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №520/18 და N521/18 გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტებში.  

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №520/18 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უზრუნველყოს შპს ”ბადაგონმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300543251;“

2. გასწორდეს კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №521/18 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”ნიკო კევლიშვილმა” წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300513251;“

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ბადაგონისა“ და ინდ.მეწარმე „ნიკო კევლიშვილისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები