შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 08, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 11 და 21 ოქტომბერს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4414-11, №6/4715) მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ. კერძოდ:
ა) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Business News (Europe) Partnership-ს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის CNBC–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და MTV Networks B.V.-ს შორის 2011 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014) სამაუწყებლო არხის Nickelodeon–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
გ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Sapphire Media International BV”-ს 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011-30.04.2016) სამაუწყებლო არხის “Hustler TV”–ს რეტრანსლირების შესახებ;
დ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და MTV Networks Europe–ს შორის 2011 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014) სამაუწყებლო არხის VH1/VH1 Classic-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ე) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 30.06.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების „GMG ფეხბურთის“, „GMG სპორტის“, „GMG სერიალის“, „GMG კინოგურმანის“, „GMG საბავშვოს“ და „GMG ჰოლივუდის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ვ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Multimedia Consulting Investments Europe”-თან 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეუკრუელბა №74/TG (მოქმედების ვადა 15.07.2011-15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Tiji” და “Gulli” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ზ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/34_Contr_CO_Continuation (მოქმედების ვადა 01.09.2011–01.03.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, “Много ТВ”–ს, “Комедия ТВ”–ს, „Кухня ТВ“–ს და „Бульвар ТВ“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
თ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.07.2012) სამაუწყებლო არხის ТНТ–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ი) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.07.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების “TV 1000”-ის, “TV1000 Action”-ის, Viasat Explorer”-ის, “Viasat History”-ს, “Viasat Nature”-ის და “TV X”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.07.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების „TV 1000 Русское Кино”-ს, „Viasat Sport“–ის და „Travel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ლ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2011 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 10.09.2011–10.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Fox Life“ და „Fox Crime“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
მ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Lagardere Networks International”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.07.2011-15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “Mezzo”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ნ) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Universal Distribution”-ს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.09.2011-01.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “MGM Channel”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ო) შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Fashion One (BVI) Ltd.-ს შორის 2011 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.07.2011–15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების Fashion One–ის და Fashion One HD-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ, ხოლო 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ 2011 წლის 11 და 21 ოქტომბრის განცხადებები (№6/4414-11, №6/4715) ნაწილობრივ;
ა) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Business News (Europe) Partnership-ს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის CNBC–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ბ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და MTV Networks B.V.-ს შორის 2011 წლის 20 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014) სამაუწყებლო არხის Nickelodeon–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
გ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Sapphire Media International BV”-ს 2011 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2011-30.04.2016) სამაუწყებლო არხის “Hustler TV”–ს რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
დ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და MTV Networks Europe–ს შორის 2011 წლის 15 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011–31.05.2014) სამაუწყებლო არხის VH1/VH1 Classic-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ე) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფს“ შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 30.06.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების „GMG ფეხბურთის“, „GMG სპორტის“, „GMG სერიალის“, „GMG კინოგურმანის“, „GMG საბავშვოს“ და „GMG ჰოლივუდის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ვ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Multimedia Consulting Investments Europe”-თან 2010 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეუკრუელბა №74/TG (მოქმედების ვადა 15.07.2011-15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Tiji” და “Gulli” საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ზ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება №01/01/11/34_Contr_CO_Continuation (მოქმედების ვადა 01.09.2011–01.03.2012) სამაუწყებლო არხების „India TV”–ს, “Много ТВ”–ს, “Комедия ТВ”–ს, „Кухня ТВ“–ს და „Бульвар ТВ“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
თ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.08.2011–01.07.2012) სამაუწყებლო არხის ТНТ–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ი) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.07.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების “TV 1000”-ის, “TV1000 Action”-ის, Viasat Explorer”-ის, “Viasat History”-ს, “Viasat Nature”-ის და “TV X”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
კ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და „Niltex Holding Limited“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.07.2011–01.01.2012) სამაუწყებლო არხების „TV 1000 Русское Кино”-ს, „Viasat Sport“–ის და „Travel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ლ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Fox International Channels Luxembourg S.a.r.l-ს შორის 2011 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 10.09.2011–10.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Fox Life“ და „Fox Crime“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
მ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Lagardere Networks International”-ს შორის 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.07.2011-15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “Mezzo”-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ნ) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და “Universal Distribution”-ს შორის 2011 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 01.09.2011-01.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის “MGM Channel”-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
ო) ცნობილ იქნას შპს „კავკასუს ონლაინსა“ და Fashion One (BVI) Ltd.-ს შორის 2011 წლის 15 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (მოქმედების ვადა 15.07.2011–15.07.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების Fashion One–ის და Fashion One HD-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ საიდუმლოებად ნაწილობრივ;
2. განემარტოს შპს „კავკასუს ონლაინს“, რომ კომერციულ საიდუმლოებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელშეკრულებების დადების თარიღი, ხელშეკრულებების მოქმედების ვადები, კონტრაჰენტი მხარეები და ხელშეკრულებათა საგანი;
3. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილ
