შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 03, 2011
მიღების თარიღი ოქტომბერი 28, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №494/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მედია ჰაუს დეკომი“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს „მედია ჰაუს დეკომს“ განესაზღვრა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (11,692.00 – ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი ლარი) 20%–ს - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 20 ოქტომბრის №10/953-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „მედია ჰაუს დეკომის“ მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20% - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულების შესრულება დადასტურებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზახინო სამსახურის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 11 პუნქტის, 38-ე, 39–ე და 43–ე მუხლებისა და კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის №494/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „მედია ჰაუს დეკომს“ კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 28 ოქტომბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარიზაცია |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
თბილისი, მთწმინდის ანძა |
98,5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N41041/44// E044047/09// |
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგძლივობად განისაზღვროს 12 საათი;
3. შპს „მედია ჰაუს დეკომი“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში, მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
პ) უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის 90%-სათვის;
ჟ) უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
რ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
ს) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. უზრუნველყოს შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70% ანუ 7.484.40 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
623,7 ლარი – 2011 წლის 28 ნოემბრამდე;
623,7 ლარი – 2011 წლის 28 დეკემბრამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 იანვრამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 თებერვლამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 მარტამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 აპრილამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 მაისამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 ივნისამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 ივლისამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 აგვისტომდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 სექტემბრამდე;
623,7 ლარი – 2012 წლის 28 ოქტომბრამდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე)
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
