წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №79 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 570 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 31 ოქტომბრის №79 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 31 ოქტომბრის №79 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2011 წლის 31 ოქტომბრის №79 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები