წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №80 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 573 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 04 ნოემბრის №80 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 04 ნოემბრის №80 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ნინი სხირტლაძის დახმარების ფონდისთვის”   ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”მათე ჩახნაშვილის ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ”ბესიკ ჯანყარაშვილის დახმარების  ფონდისთვის”   ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე);

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ე) შპს “ახალი ქსელების“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენისათვის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ე.ასანიძე - კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი).

2. კომისიის 2011 წლის 04 ნოემბრის №80 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი 

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები