წვდომის მენიუ

შპს ”ჯიპისისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 581 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (24.10.2011 №7/500-11) მიმართა შპს ”ჯიპისიმ”  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებულ არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში (800 XXX XXX ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის) ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

              შპს ”ჯიპისი” ახორციელებს ფარმაცევტულ ბაზარზე მომხმარებლების მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით  მომსახურების მიწოდება  აბონენტისათვის იქნება უფასო. 

 კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

         კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის  №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა  ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 800 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

გამომდინარე იქედან, რომ  შპს ”ჯიპისი”  მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლებისთვის მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ჯიპისის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ნაწილიდან და  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”ჯიპისის” ნუმერაციის რესურსი   800 700 700 ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს,  შპს ”ჯიპისის”    ნუმერაციის რესურსი - 800 700 700 (რვა-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 4 ნოემბრიდან,  2012 წლის  4 ნოემბრამდე.

2. შპს ”ჯიპისი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, კერძოდ მედიკამენტების შესახებ მომხმარებლისათვის უფასო ინფორმაციის მისაწოდებლად.

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს  ”ჯიპისის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში შპს ”ჯიპისის” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ჯიპისისთვის”  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები