წვდომის მენიუ

შპს ”ახალი ქსელებისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ

ნომერი: 583 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (29.08.2011 №7/372-11) მიმართა  შპს ”ახალმა ქსელებმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ორი (ერთი ქ.თბილისში და ერთი ქ. ქუთაისში) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) გამოყოფის თაობაზე.

     კომისია  აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული იქნა  დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა და  ფორმატი. ამავე დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU) მიერ დამტკიცებული Q.708  რეკომენდაციით; ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად  ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებ­ლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის მიერ . 

         კომისიას მიაჩნია, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შპს ”ახალ ქსელებს” უნდა მიენიჭოს ორი ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი 65-3; 65-4 (4163; 4164) ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე.

       საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, შპს ”ახალ ქსელებს” ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავ­შირის (ITU)  Q.708  რეკომენდაციის შესაბამისად ორი ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი შემდეგი ფორმატით: 65-3; 65-4 (4163; 4164) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე ავტორიზაციის მთელი პერიოდის მანძილზე, 2011 წლის 4 ნოემბრიდან .

2.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ახალი ქსელებისთვის”  ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები