შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (05.10.2011 №7/444-11) მიმართა შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით”, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენი” ეწევა მომხმარებლების საფოსტო კავშირით მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს 2011 წლის ნოემბრის თვიდან. ამასთან, დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 188 XX ფორმატით, სადაც ”XX” არის საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, საფოსტო კავშირის განმახორციელებელი კომპანიის მიერ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსი 1-8-8-0-1 (ერთი-რვა-რვა-ნული-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-8-8-0-1 (ერთი-რვა-რვა-ნული-ერთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ერთი წლის ვადით 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საფოსტო კავშირის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”მ+მ მილიცერ და მიუნხ ჯეორჯიენისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
