წვდომის მენიუ

შპს ”სმარტექსისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 592 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (12.10.2011 №7/470-11) მიმართა შპს ”სმარტექსმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით”,  საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის გათვალისწინებული ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის   ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.    

  შპს ”სმარტექსპრესი” ეწევა მომხმარებლების საფოსტო კავშირით მომსახურებას.

     კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს 2011 წლის  ნოემბრის თვიდან. ამასთან, დებულების №3 დანართის მე-3 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 188 XX ფორმატით, სადაც ”XX” არის საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სმარტექსი”  მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, საფოსტო კავშირის განმახორციელებელი კომპანიის მიერ საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”სმარტექსის” მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”სმარტექსს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის ნუმერაციის რესურსი 1-8-8-0-5 (ერთი-რვა-რვა-ნული-ხუთი) საქართველოს  ტერიტორიაზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სმარტექსს”, როგორც საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიას, ნუმერაციის რესურსი - 1-8-8-0-5 (ერთი-რვა-რვა-ნული-ხუთი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის,  ერთი წლის ვადით 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2.    შპს ”სმარტექსი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ საფოსტო კავშირის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”სმარტექსის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”სმარტექსს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სმარტექსისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები