წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 596 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 11, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებით სს “ინფოჯორჯია XXI”-ს მინიჭებული აქვს  ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-9 ქ. თბილისში ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     კომისია აღნიშნავს, რომ სს “ინფოჯორჯია XXI“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.

     საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”   №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია 1-1-8 XX (ევრონომერი)  ფორმატის ნუმერაციის რესურსი.

     გამომდინარე იქედან, რომ სს “ინფოჯორჯია XXI“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, მიზანშეწონილია, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს   საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილება სს “ინფოჯორჯია XXI“-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებაში და სს “ინფოჯორჯია XXI“ -ს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად განესაზღვროს ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი 1-1-8-0-9.           

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებაში  და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.  მიენიჭოს სს “ინფოჯორჯია XXI “-ს ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-0-9 (ერთი-ერთი-რვა-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 24 აპრილიდან,  2012 წლის 24 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2.      შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 მარტის №150/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სს “ინფოჯორჯია XXI“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ერთიანი  საინფორმაციო- საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის”;

 3.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს “ინფოჯორჯია XXI ”- სთვის ჩაბარების დღიდან;

 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები