წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №82 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 599 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №82 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №82 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ”მედალფასთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

ბ) შპს “უნიმედ კახეთისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

გ) შპს “უნიმედ სამცხესთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის №82 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

 კომისიის წევრი 

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები