წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 600 / 14

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 08, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილები (№ 11.3-14/15682, 02.09.11 და № 11.3-14/17632, 06.10.11) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის SIMFEROPOL – 100.6 MHz და SIMFEROPOL – 106.6 MHz  მინიჭებული სიხშირების კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაციები).

  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურებისთვის SIMFEROPOL – 100.6 MHz და SIMFEROPOL – 106.6 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე წერილების (№ 11.3-14/15682, 02.09.11 და № 11.3-14/17632, 06.10.11) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები