წვდომის მენიუ

საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრთა აპარატებისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 608 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (31.10.2011 №1/29-11) მიმართა  საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების ცხელი ხაზების ორგანიზებისათვის გათვალისწინებული ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის  ნუმერაციის რესურსების  მინიჭების მოთხოვნით, წერილზე თანდართული ცხრილის შესაბამისად.

კომისია   აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა.  დებულების №3 დანართის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს  სამინისტროების ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 140 X და 150  X ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად,  სახელმწიფო ორგანოებს უნდა მიენიჭოს უვადოდ.

       კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის №1/29-11 განცხადებაზე თანდართული ცხრილის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსის 1-4-0-1-ის მინიჭება. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 მარტის №135/15 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სამინისტროს ცხელი ხაზის ორგანიზებისთვის უკვე მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 1-4-0-1 საქართველოს ტერიტორიაზე უვადოდ.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრის აპარატები მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებენ იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატებს ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის ნუმრაციის რესურსი მთავრობის კანცელარიის 31.10.2011 №1/29-11 განცხადების დანართის შესაბამისად, საქართველოს  ტერიტორიაზე, უვადოდ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-0 (ერთი-ოთხი-ნული-ნული) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

2.  მიენიჭოს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-2 (ერთი-ოთხი-ნული-ორი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

3. მიენიჭოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-3 (ერთი-ოთხი-ნული-სამი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

4. მიენიჭოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-4 (ერთი-ოთხი-ნული-ოთხი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

5. მიენიჭოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-5 (ერთი-ოთხი-ნული-ხუთი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

6. მიენიჭოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-6 (ერთი-ოთხი-ნული-ექვსი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

7. მიენიჭოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-7 (ერთი-ოთხი-ნული-შვიდი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

8. მიენიჭოს, საქართველოს რეგიონულური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-8 (ერთი-ოთხი-ნული-რვა) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

9. მიენიჭოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-9 (ერთი-ოთხი-ნული-ცხრა) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

10. მიენიჭოს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-0 (ერთი-ხუთი-ნული-ნული) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

11. მიენიჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-1 (ერთი-ხუთი-ნული-ერთი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

12.მიენიჭოს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-2 (ერთი-ხუთი-ნული-ორი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

13.  მიენიჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-3 (ერთი-ხუთი-ნული-სამი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

14.  მიენიჭოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-4 (ერთი-ხუთი-ნული-ოთხი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

15.მიენიჭოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს   ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-5 (ერთი-ხუთი-ნული-ხუთი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

16. მიენიჭოს,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ნუმერაციის რესურსი - 1-5-0-6 (ერთი-ხუთი-ნული-ექვსი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

17. მიენიჭოს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ნუმერაციის რესურსი -1-5-0-7 (ერთი-ხუთი-ნული-შვიდი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

18. მიენიჭოს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ნუმერაციის რესურსი -1-5-0-8 (ერთი-ხუთი-ნული-რვა) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის  15 ნოემბრიდან,  საქართველოს ტერიტორიაზე;

19. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის  აპარატებისთვის ჩაბარების დღიდან;

20. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

21.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი                                                                                        

                                                                                             ა.სიხარულიძე

                                                                                            კ. კვიტაიშვილი

                                                                                            ი. მოსეშვილი                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები