წვდომის მენიუ

სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიასათვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 610 / 15

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (04.10.2011 №7/442-11) მიმართა სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიამ”  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებულ არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში (800 XXX XXX ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის) ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

     სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია” ახორციელებს საგადასახადო და ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ მომსახურებას და სატელეფონო ნომრით 800 XX XX XX   სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”  მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ მობილური ფინანსური მომსახურებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით  მომსახურების მიწოდება  აბონენტისათვის იქნება უფასო. 

 კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

    კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის  №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა  ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 800 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

გამომდინარე იქედან, რომ  სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”  მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, საგადასახადო და ფულად გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურებისთვის (მობილური ფინანსური მომსახურებით), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ნაწილიდან და  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე, მიანიჭოს სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი   800 00 34 34 ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს,  სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას”  ნუმერაციის რესურსი - 800 00 34 34 (რვა-ნული-ნული-ნული-ნული-სამი-ოთხი-სამი-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 11 ნოემბრიდან,  2012 წლის 11 ნოემბრამდე;

2.  სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების მისაწოდებლად, კერძოდ მომხმარებლისთვის საგადასახადო და ფულად გზავნილებთან დაკავშირებული მომსახურების მისაწოდებლად;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში  სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  სს ”მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიასათვის”  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

                                                                                             ა.სიხარულიძე

                                                                                             კ. კვიტაიშვილი

                                                                                            ი. მოსეშვილი                                                           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები