არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (19.10.2011 №7/486-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების მოთხოვნით.
ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსები (5 ფასიანი ნომერი) ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსებზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის, ხობის ხარების დედათა მონასტრის რესტავრაცია -განახლებისათვის, დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მშენებლობისათვის და ფერიცვალების ეკლესიის მშენებლობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნით - შემოწირულობათა განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსები: 901 901 901, 901 700 700, 901 900 900, 901 800 800 და 901 500 500, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ერთი წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდს” ნუმერაციის რესურსები - 901 901 901 (ცხრა-ნული-ერთი-ცხრა-ნული-ერთი-ცხრა-ნული-ერთი), 901 700 700 (ცხრა-ნული-ერთი-შვიდი-ნული-ნული-შვიდი-ნული-ნული), 901 900 900 (ცხრა-ნული-ერთი--ცხრა-ნული-ნული-ცხრა-ნული ნული), 901 800 800(ცხრა-ნული-ერთი-რვა-ნული-ნული-რვა-ნული-ნული) და 901 500 500(ცხრა-ნული-ერთი-ხუთი-ნული-ნული-ხუთი-ნული-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 11 ნოემბრიდან, 2012 წლის 11 ნოემბრამდე.
2. ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდი” ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის რესურსები დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
