არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (17.10.2011 №7/476-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდს” ნუმერაციის რესურსი ესაჭიროება საქველმოქმედო მიზნებისათვის, კერძოდ აღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი და შემოსული თანხები მიიმართება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრედების სწავლებისა და ქართული განათლების ხელშეწყობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 901 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, საქველმოქმედო მიზნით - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მიერ ქართული განათლების მიღებისათვის შემოწირულობის განსახორციელებლად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 -ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 901 200 217 ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდს” ნუმერაციის რესურსი - 901 200 217 (ცხრა-ნული-ერთი-ორი-ნული-ნული-ორი-ერთი-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის 11 ნოემბრიდან, 2012 წლის 11 ნოემბრამდე.
2. ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდი” ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული ნუმერაციის რესურსი დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არა ავტორიზებადი საქმიანობისათვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების სწავლების ხელშეწყობის ფონდისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
ა.სიხარულიძე
კ. კვიტაიშვილი
ი. მოსეშვილი
