შპს “რეალკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “7 არხის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 30 სექტემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “რეალკომმა“ და შპს “7 არხმა“, შპს “რეალკომის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს “7 არხისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2-ე მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რეალკომი“ და შპს “7 არხი“ წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ:
ა) შპს “7 არხს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ბ) შპს “რეალკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “რეალკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია შემდეგი სახის ინფორმაცია: - შპს “რეალკომისა“ და შპს „7 არხის“ ერთობლივი განცხადება შპს “რეალკომის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს “7 არხისათვის“ გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით; - ინფორმაცია შპს “რეალკომის“ 2010 წლის და 2011 წლის 9 თვის შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე; - ინფორმაცია შპს “7 არხის“ 2010 წლის და 2011 წლის 9 თვის შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე; - შპს “რეალკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; - შპს “7 არხის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; - შპს “რეალკომის“ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა; - შპს “7 არხის“ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა; წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “რეალკომის“ დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი ჯონდო გიგანი (წილის 51%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი დავით წერეთელი (წილის 49%-ის მფლობელი); შპს “7 არხის“ დამფუძნებლები არიან ფიზიკური პირი ჯონდო გიგანი (წილის 51%-ის მფლობელი) და ფიზიკური პირი დავით წერეთელი (წილის 49%-ის მფლობელი). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “რეალკომის“, შპს “7 არხის“, დამფუძნებლების - ჯონდი გიგანის და დავით წერეთლის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე კომისიაში არსებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ბოლო მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში შპს “7 არხის“ აბონენტების რაოდენობა შეადგენს 6450 აბონენტს, ხოლო შემოსავალი თვეში - 67243 ლარს. შესაბამისად, ქ. თბილისში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტთა ოდენობის მიხედვით, შპს “7 არხის“ ხვედრითი წილია 5,2%, ხოლო შემოსავლების მიხედვით - 4,7%. შპს “რეალკომს“ ჰყავს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და თვეში შემოსავალი შეადგენს 500 ლარს. ამავე დროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “რეალკომი“ ქ. თბილისში ფლობს რადიოსიხშირული ზოლის 10.705-13.250 გჰც-ს განსაზღვრულ დიაპაზონში 18,7%-ს. შპს “7 არხი“ რადიოსიხშრული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას არ ფლობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “რეალკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “7 არხის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა არსებითად უცვლელი დარჩება. გარდა ამისა, ვინაიდან “რეალკომისა“ და “7 არხის“ პარტნიორები ერთი და იგივე პირები არიან და შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირებს წარმოადგენენ, ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საბაზრო ძალაუფლების გაზრდას ადგილი არ ექნება. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს არსებით გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “რეალკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “7 არხის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “რეალკომის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს “7 არხის“ მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. დაკმაყოფილდეს შპს “რეალკომის“ და შპს “7 არხის“ ერთობლივი განცხადება; 2. მიეცეს თანხმობა შპს “რეალკომს“, მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს “7 არხის“ მიერ შეძენაზე; 3. განემარტოს შპს “რეალკომს“, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F60 ლიცენზიის შპს “7 არხის“ მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
|
|
