შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011
მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბერის №509/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”კავკასუს ონლაინი”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”კავკასუს ონლაინს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (12,000.00 ლარი) 30%-ს - 3,600.00 (სამი ათას ექვსასი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 300.00 (სამასი) ლარი ანუ 3,300.00 (სამი ათას სამასი) ლარის 2011 წლის 10 ნოემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 3,300 (სამი ათას სამასი) ლარი და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”კავკასუს ონლაინს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N170 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 200 XX XX (სულ 10 000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. თბილისში;
ბ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (8,400.00 რვა ათას ოთხასი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 8,400.00 (რვა ათას ოთხასი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
700,00 ლარი - 2011 წლის 11 დეკემბრამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 იანვარამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 თებერვალამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 მარტამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 აპრილამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 მაისამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 ივნისამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 ივლისამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 აგვისტომდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 სექტემბრამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 ოქტომბრამდე;
700,00 ლარი - 2012 წლის 11 ნოემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
