წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 616 / 1

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 13 ოქტომბერის №523/8  გადაწყვეტილების შესაბამისად,  ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ჯეოსელი”.

   ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ჯეოსელს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (5250.00 ლარი) 30%-ს  - 1575.00 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 500.00 (ხუთასი) ლარი ანუ 1075.00 (ათას სამოცდათხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 1075.00 (ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ჯეოსელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N169 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 800 00 00 XX (სულ ასი სააბონენტო ნომერი)  ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (3675 სამი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 3675 (სამი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

306,25 ლარი    -   2011 წლის 11 დეკემბრამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 იანვარამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 თებერვლამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 მარტამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 აპრილამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 მაისამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 ივნისამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 ივლისამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 აგვისტომდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 სექტემბრამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 ოქტომბრამდე;

306,25 ლარი    -   2012 წლის 11 ნოემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები