წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N 19, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის

ნომერი: 617 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/530-11 02.11.2011წ. და 6/4834-11, 09.11.2011წ. ) მიმართა შპს „ჯეოსელმა“, კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N 19,  N61,  N99, და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ,  შპს ”ჯეოსელი” თმობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილს და იტოვებს:

 ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 638 386 (ექვსას ოცდათვრამეტი ათას სამას ოთხმოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;

ბ) № N19 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 40 089 (ორმოცი ათას  ოთხმოცდაცხრა) სააბონენტო ნომერს;

გ) № N62 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  –  497 034 (ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 390 091 (სამას ოთხმოცდაათი ათას ოთხმოცდათერთმეტი) სააბონენტო ნომერს;

ე) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 584 400 (ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასი) სააბონენტო ნომერს;

შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

  კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:

ა) კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 733 886 (შვიდას ოცდაცამეტი  ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

ბ) კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე. ნუმერაციის რესურსი: 8-1-4 (რვა-ერთი-ოთხი) სულ 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -  5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი)  სულ 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

გ) კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, ლიცენზიის მოქმედების ვადა 2019 წლის 03 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 634 220  (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

დ) კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 418 475 (ოთხას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

დ) კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე.  ნუმერაციის რესურსი: 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 622 690 (ექვსას ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N9, N19, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის                    1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის  მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 12 დეკემბრის 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე         (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისათვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები