წვდომის მენიუ

ქ. ფოთში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის

ნომერი: 624 / 8

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 13 ოქტომბრის N527/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი ქ. ფოთში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 

ა) ნუმერაციის რესურსი: 200XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. ფოთში;

ბ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების  ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა 300.00 (სამასი) ლარით; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 15 (თხუთმეტი) ლარი; ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის  ჩატარების თარიღად - 18 ნოემბრის 12:00  საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში  განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ  შპს ”კავკასუს ონლაინმა”, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონი გაიმართა 2011 წლის 18 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ  შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლები გიორგი ქარჩავა და ირინე ჭანტურია.

“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა გიორგი ქარჩავამ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  315.00 (სამას თხუთმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ქ. ფოთში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2011 წლის 13 ოქტომბრის N527/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”კავკასუს ონლაინი”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 315.00 (სამას თხუთმეტი) ლარი;

2. უზრუნველყოს შპს “კავკასუს ონლაინმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 94.50 (ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 30.00 (ოცდაათი) ლარი ანუ 64.50 (სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2011 წლის 18 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (220.50 ორას ოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;    

4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

8.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) აუქციონში მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 და მე-6 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                  ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები