წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №85 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 626 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №85 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №85 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–16 (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის დამისამართების პრეფიქსების მინიჭების შესახებ) და მე–17 (სს ”სილქნეტისთვის” დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ) საკითხები კომისიის მ/წლის 25 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №85 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი)  საკითხი:

ა) სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);

ბ) სს მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო ”რესპუბლიკასთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

3. კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №85 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი 

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები