წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 639 / 19

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებით, სს “სილქნეტს” მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-9 საქართველოს ტერიტორიაზე  ქ.თბილისის გარდა ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    კომისია აღნიშნავს, რომ სს “სილქნეტი“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.

    საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია 1-1-8 XX (ევრონომერი)  ფორმატის ნუმერაციის რესურსი.

   გამომდინარე იქედან, რომ სს “სილქნეტი“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, მიზანშეწონილია, სს ”სილქნეტის”   საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შევიდეს ცვლილება სს “სილქნეტისთვის” ”ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებაში და სს “სილქნეტს“ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად განესაზღვროს ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი 1-1-8-1-8.           

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებაში  და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.  მიენიჭოს სს “სილქნეტს“ ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-1-8 (ერთი-ერთი-რვა-ერთი-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 24 აპრილიდან,  2012 წლის 24 აპრილამდე, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2.      შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 მარტის №149/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სს “სილქნეტი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ერთიანი საინფორმაციო- საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის”;

 3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს “სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან;

 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები