წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №89 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 663 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის №89 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნას კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის №89 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–14 საკითხი (შპს „ერას“ სანქცირების თაობაზე) უფლებამოსილი პირის გამოუცხადებლობის გამო 2011 წლის 29 ნოემბერს, 16:00 სთ–ზე; მიმდინარე სხდომის დასრულებისთანავე ეცნობოს სატელეფონო შეტყობინებით შპს „ერას“ უფლებამოსილ პირს სხდომის გამართვის ადგილისა და დროის შესახებ და მოწვეულ იქნეს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად;

2. კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის №89 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 

 

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები