წვდომის მენიუ

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირებისთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსების - დამისამართების პრეფიქსების მინიჭების შესახებ

ნომერი: 664 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  დებულების” მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტრების შესაძლებლობა 2011 წლის 1 დეკემბრამდე.

        კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისათვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები.  ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ.ვ) ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსები 7-4-0-0- დან 7-4-1-9 -ის ჩათვლით  და 7-5-0-0 -დან 7-5-0-9-ის ჩათვლით (შვიდი-ოთხი-ნული-ნულიდან შვიდი-ოთხი-ერთი-ცხრის ჩათვლით და  შვიდი-ხუთი-ნული-ნულიდან  შვიდი-ხუთი-ნული ცხრის ჩათვლით), 24.10.2018 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N136 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სადენიანი შეღწევით სისტემის  ქსელებით, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბებიდან  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის, ხოლო 7-4-8-0 ( შვიდი-ოთხი-რვა-ნული), 23.02.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N95 ლიცენზიის მოქმედების ვადით), უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

2. მიენიჭოს შპს ”ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსები 7-4-2-0-დან 7-4-3-9-ის ჩათვლით (შვიდი-ოთხი-ორი-ნულიდან შვიდი-ოთხი-სამი-ცხრის ჩათვლით), 13.10.2021 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N167 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

3. მიენიჭოს შპს ”ახტელს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსები 7-4-4-0-დან 7-4-5-9-ის ჩათვლით (შვიდი-ოთხი-ოთხი-ნულიდან შვიდი-ოთხი-ხუთი-ცხრის ჩათვლით), 21.08.2016 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N165 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

4. მიენიჭოს შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსები 7-4-6-0-დან 7-4-6-9-ის ჩათვლით (შვიდი-ოთხი-ექვსი-ნულიდან შვიდი-ოთხი-ექვსი-ცხრის ჩათვლით), 19.02.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №  N96 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

5. მიენიჭოს შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-0 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ნული), 09.10.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N154 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

6. მიენიჭოს შპს ”ბოლნისის ახალ ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-1 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ერთი), 07.07.2016 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N69 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

7. მიენიჭოს შპს ”გ.ს.ი ტექნოლოგიას” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-2 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ორი), 26.01.2020 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N160 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;  

8. მიენიჭოს სს ”გლობალ ერთს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-3 (შვიდი-ოთხი-შვიდი-სამი), 17.08.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N104 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

9. მიენიჭოს შპს ”ა ნეტს A-NET”-ს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-4 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ოთხი), 11.08.2016 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N74 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის; 

10. მიენიჭოს შპს ”ვიტელ ჯორჯიას” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-5 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ხუთი), 27.03.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N147 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

11. მიენიჭოს შპს ”ივერია ქსელებს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-6 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ექვსი), 12.10.2017 წლამდე  ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N107 ლიცენზიის მოქმედების ვადით) სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

12. მიენიჭოს შპს ”იმკომს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-7 (შვიდი-ოთხი-შვიდი-შვიდი), 11.08.2016  წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N70 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

13. მიენიჭოს შპს ”ინტელფონს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-8 (შვიდი-ოთხი-შვიდი-რვა), 24.04.2018 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N110 ლიცენზიის მოქმედების ვადით),   სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

14. მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-9 (შვიდი-ოთხი-შვიდი-ცხრა), 27.06.2013 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N39 ლიცენზიის მოქმედების ვადით),   სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

15. მიენიჭოს შპს ”მაგთიკომს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-2 (შვიდი-ოთხი-რვა-ორი), 12.02.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N53 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სადენიანი შეღწევის სისტემის  ქსელებით, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის, ხოლო 7-4-8-1 (შვიდი-ოთხი-რვა-ერთი), 17.06.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N14 ლიცენზიის მოქმედების ვადით), უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

16. მიენიჭოს შპს ”კავკასუს ონლაინს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-3 (შვიდი-ოთხი-რვა-სამი), 11.11.2021 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N170 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

17. მიენიჭოს შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციებს - გუდვილკომს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-4 (შვიდი-ოთხი-რვა-ოთხი), 23.04.2014 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N43 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

18. მიენიჭოს შპს ”ლაგს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-5 (შვიდი-ოთხი-რვა-ხუთი), 23.04.2014 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N76 ლიცენზიის მოქმედების ვადით),   ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

19. მიენიჭოს შპს ”მაიფონს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-6 (შვიდი-ოთხი-რვა-ექვსი), 19.02.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N143 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

20. მიენიჭოს შპს ”მეტაკომს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-7 (შვიდი-ოთხი-რვა-შვიდი), 13.09.2012 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N47 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის; 

21. მიენიჭოს შპს ”საქართველოს რკინიგზას” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-8 (შვიდი-ოთხი-რვა-რვა), 11.09.2019 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N153 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის; 

22. მიენიჭოს შპს ”სერვისნეტს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-8-9 (შვიდი-ოთხი-რვა-ცხრა), 09.07.2014 წლამდე ( ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N55 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

23. მიენიჭოს შპს ”სერვისლაინს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-0 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ნული), 10.10.2018 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N134 ლიცენზიის მოქმედების ვადით),    სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

24. მიენიჭოს შპს ”სკაი სერვისს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-1 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ერთი), 26.01.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N87 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

25. მიენიჭოს შპს ”ტელკო სისტემსს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-2 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ორი), 05.10.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის   № N106 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

26. მიენიჭოს შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანიას ჯტს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-3 (შვიდი-ოთხი-ცხრა-სამი), 29.04.2018 წლამდე  (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №  N63 ლიცენზიის მოქმედების ვადით), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის; 

27. მიენიჭოს შპს ”ჯეონეთს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-4 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ოთხი), 26.04.2012 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N58 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

28. მიენიჭოს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-5 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ხუთი), 20.07.2021 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N40 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის;

29. გადაწყვეტილება ძალაში შედის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

30.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ  №6) ერთი  თვის ვადაში;

31. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                               კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები