წვდომის მენიუ

სს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 665 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (08.11.2011 №7/555-11) მიმართა სს “სილქნეტმა” კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის  დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დამისამართების პრეფიქსის გამოყოფის თაობაზე.  

        კომისია აღნიშნავს, რომ მობილური საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირს -     სს ”სილქნეტს”, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისათვის ესაჭიროება დამისამართების პრეფიქსი.  ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადით.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ.ვ) ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”სილქნეტს”  ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-3-4 (შვიდი-სამი-ოთხი) 23.02.2017 წლამდე (ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოქმედების ვადით),  ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ  ბაზაში;

2გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს ”სილქნეტისთვის” ჩაბარების დღიდან.

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ  №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                               კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები