წვდომის მენიუ

შპს ”info sity”-სთვის ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ

ნომერი: 669 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (11.10.2011 №7/457-11) მიმართა შპს ”info sity”-მ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების  მინიჭების მოთხოვნით.

      შპს ”info sity”-ს ნუმერაციის რესურსები ესაჭიროება კომერციული საქმიანობისთვის, კერძოდ  უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვისას მოსახლეობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მისაწოდებლად; როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნილ ნუმერაციის რესურსზე განხორციელებული ზარები იქნება ფასიანი.

      კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“. დებულების   №2 დანართის შესაბამისად,  დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის  არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში განსაზღვრულია 900 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

 კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”info sity” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის,   უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვისას მოსახლეობის ინფორმირებისთვის,   კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”info sity”-ის მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს  ნუმერაციის რესურსები:   900 000 001, 900 000 002  და 900 000 003 ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს, შპს ”info sity” -ს   ნუმერაციის რესურსები - 900 000 001, 900 000 002 და 900 000 003 (ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი, ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ორი და ცხრა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 25 ნოემბრიდან,  2012 წლის  25 ნოემბრამდე;

2. შპს ”info sity” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”info sity”-ის მიერ ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”info sity”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  შპს ”info sity”-სთვის    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                               კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები