წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 670 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებით, შპს “სიო-2007”-ს მინიჭებული აქვს  ნუმერაციის რესურსი 1-6-0-6-9 საქართველოს ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სიო-2007“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას.

    საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო ბიუროსთვის გათვალისწინებულია 1-1-8 XX (ევრონომერი)  ფორმატის ნუმერაციის რესურსი.

    გამომდინარე იქედან, რომ შპს “სიო-2007“ ერთიანი საინფორმაციო ბაზის მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას, მიზანშეწონილია, შპს ”სიო-2007”-ის   საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შევიდეს ცვლილება შპს “სიო-2007”-სთვის ”ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში და შპს “სიო-2007“-ს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად განესაზღვროს ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი 1-1-8-6-9.           

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში  და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1.  მიენიჭოს შპს “სიო-2007“-ის ნუმერაციის რესურსი - 1-1-8-6-9 (ერთი-ერთი-რვა-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე”;

2.      შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №90/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. შპს “სიო-2007“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ერთიანი საინფორმაციო- საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის”;

 3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს “სიო-2007”-სთვის ჩაბარების დღიდან;

 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრები:                                                               კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები