წვდომის მენიუ

შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 675 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 01, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2010 წლის 19 აპრილს, კომისიამ წერილობით (№04/982-10; 19.04.10.) განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ყველა ავტორიზებულ პირს, მათ შორის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” (ჩაბარდა 21.04.10.), რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ მართლზომიერად მოეპოვებინათ მათი საკუთარი ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩვენების უფლება (გაეფორმებინათ სათანადო ხელშეკრულებები) და მათი ასლები წარმოედგინათ კომისიაში.

2011 წლის 14 მარტს, კომისიამ წერილობით (№04/481-11; 14.03.11.) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ყველა ავტორიზებულ პირს, მათ შორის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” (ჩაბარდა 18.03.11.), კომისიაში წარმოედგინათ სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანლირება ხდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, წარმოედგინათ საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის ნებართვის წერილი.

2011 წლის 11 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი. ვ.შუღლიაშვილი) 2011 წლის  10 ნოემბრის  №10/1036-11 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან ერთად (პირადობის ასლები; CD) და 2011 წლის 9 ნოემბრის № 46 შემოწმების აქტი,  რომელთა თანახმად,  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი”, სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომისიაში წარდგენის გარეშე, ახორციელებდა მთელი რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემას (ტრანზიტს).  

ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2011 წლის 18 ნოემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის  25 ნოემბერს,  რის თაობაზეც მას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 17 ნოემბერს,  კომისიას განცხადებით (№0565; 17.11.11.) მიმართა   შპს ,,ტელეიმედმა”, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედ საკაბელო ორგანიზაციებს შპს ,,ტელეიმედისაგან” დამატებით აქვთ მინიჭებული უფლება განახორციელონ სატელევიზიო არხის რეტრანსლაცია საკაბელო ქსელის მეშვეობით და კომისიას სთხოვს, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ კომპანიებს მიეცეთ უფლება განახორციელონ ,,ტელეიმედის” არხის რეტრანსლაცია 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 24 ნოემბერს, კომისიას განცხადებით (№49; 24.11.11.) მიმართა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთმა”, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს განხორციელებული შემოწმების შემდეგ, 2011 წლის 15 ნოემბერს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთმა”  გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების რეტრანსლიაციის უფლების მოპოვების თაობაზე და მის ეთერში გადის მხოლოდ ის გადაცემები, რომელთა გადაცემაზე ნებართვა აქვს მოპოვებული. კერძოდ, შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიასთან” გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე, მას აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: “ОХОТА И РЫБАЛКА”,  “УСАДЬБА”,  “ЗДОРОВЬЕ”, ,”ДРАЙВ”,  “ПСИХОЛОГИЯ 21”,   “ВОПРОСЫ и ОТВЕТЫ”, “ДОМАШНИЕ ЖИВОТНЫЕ”, “РЕТРО”, “RTVi”, “ШАНСОН”, “ДЕТСКИЙ МИР”, “ТЕЛЕКЛУБ”, “НАШЕ КИНО”, “МИР СЕРИАЛА”, “MUSIC BOX”, “MUSIC BOX RU”, “ЮМОР TB”; შპს ,,სტეპკომთან” დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 15 თებერვლამდე,  მას აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: “INDIA TV”,  “КУХНЯ ТВ”,  “ИНТЕРЕСНОЕ ТВ”, ”АВТО ПЛЮС ТВ”,  “БОЕЦ ТВ”,   “КОМЕДИЯ ТВ”, “РУССКАЯ НОЧЬ”, “МНОГО ТВ”, “ТВ БУЛЬВАР”, “365 ДНЕЙ ТВ”, “ИЛЛЮЗИОН+”, “ЗООПАРК”, “ЕВРОКИНО”, “МУЛЬТИМАНИЯ”, “ДЕТСКИЙ”, “ИНТЕР+”, “ФЕНИКС+КИНО”, “МОЯ ПЛАНЕТА”, “САРАФАН”; ასევე, საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2011 წლის 15 ნოემბრის წერილის თანახმად, საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაცია  2011 წლის 15 ნოემბრიდან უსასყიდლოდ გადასცემს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს” ტელეარხების: ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” (I არხი), ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” (II არხი), “РЕГИОН ТВ”, ”მზე”, ”აჭარა”, ”კავკასია”, I სტერეო”, ”ივერია” (საპატრიარქო), „MUSIC BOX” (შპს ,,ტელეკომპანია თბილისი”) გავრცელების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა” მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ  ყველა არხზე, რომელიც იყო მისი სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი, მოპოვებული აქვს უფლება და გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2011 წლის 25 ნოემბერს, კომისიას განცხადებით (№50; 25.11.11.) კვლავ მიმართა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთმა”, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის შეტყობინების (№03/2621-11) პასუხად დამატებით წარმოადგენს ორ ხელშეკრულებას  სამაუწყებლო არხების რეტრანსლიაციის უფლების მოპოვების თაობაზე და მის ეთერში გადის მხოლოდ ის გადაცემები, რომელთა გადაცემაზე ნებართვა აქვს მოპოვებული. კერძოდ, შპს ,,შამმ-2002”-თან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს”  აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: “НТВ ПЛЮС.КИНО”,  “НТВ ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”,  “ПРОПОКЕР”, ხოლო შპს ,,საბ-2002”-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე,  მას აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: “СМЕШНОЕ”, ”24 ТЕХНО”, ”НСТВ”, ”ФЕНИКС КИНО”. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა” მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ  მის მიერ ხდება მხოლოდ იმ ტელეარხების რეტრანსლიაცია, რომლებზეც ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და მისი სანქცირების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიზეზი აღმოფხვრილია.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2011 წლის 25 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ  2011 წლის 22 ნოემბერს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს”  დაზღვეული საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შეტყობინება, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისათვის სხდომის გადადების თაობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის”  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 10 ნოემბრის №10/1036-11 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ნოემბრის № 46 შემოწმების აქტი თანდართული მასალებით (პირადობის მოწმობების ასლები, CD (შემოწმების ელექტრონული ვერსია);

3.  კომისიის 2010 წლის 19 აპრილის №04/982-10 წერილი და მისი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი;

4. კომისიის 2011 წლის 14 მარტის №04/481-11 წერილი და მისი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის” ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი;

5.  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

6.  შპს ტელეიმედის” 2011 წლის 17 ნოემბრის №0565 წერილი;

7. შპს ,,რუსთავი 2”-ის 2011 წლის 1 ივლისის №4-1-0566-11 წერილი;

8. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის” 2011 წლის 24 ნოემბრის წერილი თანდართულ მასალასთან ერთად;

9.  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთსა” და  შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიას” შორის  2011 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის თაობაზე;

10. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთსა”  და შპს ,,სტეპკომს” შორის 2011 წლის 15 ნოემბერს გაფორომებული №15/11/11/123  ხელშეკრულება სატელევიზო არხების რეტრანსლიაციის თაობაზე;

11. საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2011 წლის 15 ნოემბრის წერილი შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის” ქართული სატელევიზო არხების ტრანზიტულად გადაცემის ნებართვის გადაცემის თაობაზე;

12. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის”  2011 წლის 25 ნოემბრის წერილი თანდართულ მასალასთან ერთად;

13. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთსა” და  შპს ,,შამმ-2002”-ს შორის  2011 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის თაობაზე;

14. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთსა” და  შპს ,,საბბ-2002”-ს შორის  2011 წლის 15 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სატელევიზიო არხების რეტრანსლიაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე კომისიის მიერ  დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 31.05.2006. ავტორიზებული საქმიანობის სახე - ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ტელემაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;

2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

3. 2010 წლის 19 აპრილს, კომისიამ წერილობით (№04/982-10; 19.04.10.) განუმარტა მაუწყებლობის ტრანზიტზე ყველა ავტორიზებულ პირს, მათ შორის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” (ჩაბარდა 21.04.10.), რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ მართლზომიერად მოეპოვებინათ მათი საკუთარი ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების ჩვენების უფლება (გაეფორმებინათ სათანადო ხელშეკრულებები) და მათიუ ასლები წარმოედგინათ კომისიაში;

4. 2011 წლის 14 მარტს, კომისიამ წერილობით (№04/481-11; 14.03.11.) მიმართა მაუწყებლობის ტრანზიტზე ყველა ავტორიზებულ პირს, მათ შორის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” (ჩაბარდა 18.03.11.), კომისიაში წარმოედგინათ სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანლირება ხდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, წარმოედგინათ საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის ნებართვის წერილი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა: ა) ნებართვა სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების თაობაზე; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა უნდა უზრუნველყოფილიყო შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგომისას, პერმანენტულად; 

5.  2011 წლის 9 ნოემბერს, 14:40 საათზე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” ოფისში, მისამართზე: გორი, ჭავჭავაძის ქ. № 45, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილისა და ამავე დეპარტამენტის სპეციალისტის ვ. შუღლიაშვილის მიერ, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” დირექტორის ჯ.ნანეტაშვილისა (პირ. მოწმ. № 43001002804)  და  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” ოპერატორის შ.ყამბარაშვილის (პირ. მოწმ. № 59001117822)  თანდასწრებით განხორციელდა შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი № 46.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრეები:  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” დირექტორი ჯ.ნანეტაშვილი  და  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” ოპერატორი შ.ყამბარაშვილი;

6. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი”  საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,თრიალეთი”, ,,რუსთავი 2”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,ტელეიმედი”,  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”, ,,ИНДИЯ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”, ,,EUROSPORT”, ,,A ONE”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ,,ТВ ШАНСОН”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV”;

7. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის 9 ნოემბრის № 46 შემოწმების აქტით, შემოწმებაზე დამსწრე პირების ხელმოწერითა და პირადობის მოწმობის მონაცემებით;

8. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის 9 ნოემბრის №46  შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

9. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს”, 2011 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულებები მის მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების: ,,რუსთავი 2”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,ტელეიმედი”,  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”, ,,ИНДИЯ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”, ,,EUROSPORT”, ,,A ONE”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ,,ТВ ШАНСОН”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV”  საქართველოს ტერიტორიაზე უცვლელი სახით გადაცემის უფლების მოპოვების თაობაზე;

10. შპს ,,ტელეიმედის” 2011 წლის 17 ნოემბრის №0565 წერილის შესაბამისად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” უფლება აქვს განახორციელოს სატელევიზიო არხის - ,,ტელეიმედი” რეტრანსლიაცია;

11. შპს ,,რუსთავი 2”-ის 2011 წლის 1 ივლისის № №4-1-0566-11 წერილით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს”  უფლება აქვს განახორციელოს ,,რუსთავი 2”-ისა და ახალი არხის უცვლელი სახით გავრცელება 2011 წლის 1 ივლისიდან იმ დრომდე, სანამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” არ გააკეთებს ახალ შეტყობინებას საკაბელო ტელევიზიებთან ურთიერთობის ფორმის შეცვლის ან რაიმე ცვლილებების შესახებ;

12. 2011 წლის 15 ნოემბერს შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიასთან”  დადებული  ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ტელე - რადიო კომპანია თრიალეთს” უფლება აქვს 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე განახორციელოს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირება: ,,ОХОТА И РЫБАЛКА”,  ,,УСАДЬБА”,  ,,ЗДОРОВЬЕ”, ,,ДРАЙВ”,  ,,ПСИХОЛОГИЯ 21”,  ,,ВОПРОСЫ и ОТВЕТЫ”, ,,ДОМАШНИЕ ЖИВОТНЫЕ”,  ,,РЕТРО”, ,,RTVi”,  ,,ШАНСОН”,  ,,ДЕТСКИЙ МИР”,  ,,ТЕЛЕКЛУБ”,  ,,НАШЕ КИНО”, ,,МИР СЕРИАЛА”, ,,MUSIC BOX”, ,,MUSIC BOX RU”, ,,ЮМОР TB”;

13. 2011 წლის 15 ნოემბერს, შპს ,,სტეპკომთან” დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2012 წლის 15 თებერვლამდე,  შპს ,,ტელე - რადიო კომპანია თრიალეთს”  აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: ,,INDIA TV”, ,,КУХНЯ ТВ”,  ,,ИНТЕРЕСНОЕ ТВ”, ,,АВТО ПЛЮС ТВ”,  ,,БОЕЦ ТВ”,   ,,КОМЕДИЯ ТВ”, ,,РУССКАЯ НОЧЬ”, ,,МНОГО ТВ”, ,,ТВ БУЛЬВАР”, ,,365 ДНЕЙ ТВ”, ,,ИЛЛЮЗИОН+”, ,,ЗООПАРК”, ,,ЕВРОКИНО”, ,,МУЛЬТИМАНИЯ”, ,,ДЕТСКИЙ”, ,,ИНТЕР+”, ,,ФЕНИКС+КИНО”, ,,МОЯ ПЛАНЕТА”, ,,САРАФАН”;

14. შპს ,,შამმ-2002”-თან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს”  აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: ,,НТВ ПЛЮС.КИНО”,  ,,НТВ ПЛЮС НАШ ФУТБОЛ”, ,,ПРОПОКЕР”;

15.  შპს ,,საბ-2002”-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2011 წლის 15 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე,  შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს”  აქვს შემდეგი სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლება: ,,СМЕШНОЕ”, ,,24 ТЕХНО”, ,,НСТВ”, ,,ФЕНИКС КИНО”;

16. საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2011 წლის 15 ნოემბრის წერილის თანახმად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთს”  უფლება აქვს 2011 წლის 15 ნოემბრიდან გაავრცელოს შემდეგი ტელეარხები: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” (I არხი),  ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” (II არხი),  ,,РЕГИОН ТВ”, ,,მზე”, ,,აჭარა”, ,,კავკასია”, ,,I სტერეო”, ,,ივერია” (საპატრიარქო), „MUSIC BOX” (შპს ,,ტელეკომპანია თბილისი”);

17. შპს ,,სი-ენ-ეი ჯორჯიასთან”, შპს ,,სტეპკომთან”, შპს ,,შამმ-2002”-თან,  შპს ,,საბ-2002”-თან 2011 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებები და საქართველოს კაბელური ქსელების ასოციაციის 2011 წლის 15 ნოემბრის სანებართვო წერილი, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთმა” კომისიაში წარმოადგინა 2011 წლის 24 და 25 ნოემბერს, მისი სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების (2011 წლის 18 ნოემბერი) შემდეგ;

18. კომისიაში წარმოდგენილი სანებართვო წერილებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს”, 2011 წლის 9 ნოემბერისთვის, უფლება ჰქონდა თავისი საკაბელო ქსელით გაევრცელებინა  მხოლოდ შპს ,,რუსთავი 2” და ,,ტელეიმედი”;

19. 2011 წლის 25 ნოემბრისთვის, კომისიაში შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” სანქცირების თაობაზე საკითხის განხილვის დღისთვის, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” არ წარმოუდგენია ხელშეკრულებები ან/და სანებართვო წერილები, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ 2011 წლის 9 ნოემბერს გადაცემული სამაუწყებლო არხების: ,,აჭარის ტელევიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”, ,,ИНДИЯ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”, ,,EUROSPORT”, ,,A ONE”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ,,ТВ ШАНСОН”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV”  უცვლელი სახით გადაცემის უფლება; 

20. კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

21. ,,ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის № 3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

22. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

23. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

24. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ი1) ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

25. ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით დართონ თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ბერნის კონვენციისა და ისმო-ს ხელშეკრულების  აღნიშნულ დანაწესთან სრულ თანხმობაშია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

26. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების:  ,,აჭარის ტელევიზია”, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”, ,,ИНДИЯ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”, ,,EUROSPORT”, ,,A ONE”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ,,ТВ ШАНСОН”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV” შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის”  მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.

28. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

29. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დააკისროს  ჯარიმა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის”  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

30. სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს”  ამავდროულად უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების:   ,,მაესტრო”, „საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”,  ,,EUROSPORT”,  ,,A ONE”,  ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”,  ,,DISCOVERY WORLD”,  ,,НТВ”,  ,,RTR ПЛАНЕТА”,  ,,РЕН TV”,  ,,ДТВ - ПЕРЕЦ”,  ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,   ,,НТВ + ФУТБОЛ”,   ,,RU TV”,  ,,РОССИЯ 2”,  ,,NATIONAL GEOGRAPHIC”,  ,,БОЕЦ”,  ,,MTV”,  ,,AUTOPLUS”,  ,,CTC”,  ,,ЯМАЛ РЕГИОН“,  ,,AKKIEEITV” არამართლზომიერი გადაცემა.

31. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტელე - რადიო კომპანია თრიალეთის” მოთხოვნა, მისი სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 15 ნოემბერს მან გააფორმა ხელშეკრულება ყველა იმ სატელევიზიო არხის რეტრანსლიაციაზე, რომელთა არამართლზომიერი ტრანზიტი გახდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზი (იხ. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის”  2011 წლის 24 ნოემბრის №49 და 2011 წლის №50 წერილები) და 2011 წლის 15 ნოემბრიდან გადასცემს მხოლოდ იმ სატელევიზიო არხებს, რომლებზეც უფლება აქვს მოპოვებული, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” არის ავტორიზებული პირი, რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის  საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას; როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას გამოკვლეული მასალიდან დასტურდება, 2011 წლის 9 ნოემბერს, შემოწმების დროს, შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი” მისი საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადასცემდა შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,რუსთავი 2”, ,,აჭარის ტელევიზია”, ,,ტელეიმედი”,  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი”, ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”, ,,ИНДИЯ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”, ,,FASHION WORLD”, ,,EUROSPORT”, ,,A ONE”, ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ,,ТВ ШАНСОН”, ,,РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV”. აღნიშნული სატელევიზიო არხებიდან, შპს ,,ტელე რადიო კომპანია თრიალეთს” უფლება ჰქონდა გადაეცა მხოლოდ ,,რუსთავი 2” და ,,ტელეიმედი”. შესაბამისად, დანარჩენ სატელევიზიო არხებს ის ავრცელებდა არამართლზომიერად, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველია.  მეტიც, შპს ,,ტელე - რადიო კომპანია თრიალეთის”  მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებები და სანებართვო წერილი სატელევიზიო არხების გავრცელების უფლების თაობაზე,  არ მოიცავენ  იმ სატელევიზიო არხებს, ,,აჭარის ტელევიზიის”,  ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის”,  ,,ИНДИЯ”-სი, ,,ТВ ШАНСОН”-ის გარდა, რომელთა არამართლზომიერად გადაცემა გახდა მისი სანქცირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებები და მოპოვებული სანებართვო წერილი, ასევე ის, რომ ამ დროისთვის, მისივე განმარტებით, მისი ქსელის მეშვეობით ხდება მხოლოდ იმ არხების რეტრანსლიაცია, რომლებზეც გააჩნია ნებართვა, არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია შემოწმების დროს, 2011 წლის 9 ნოემბერს, არ არღვევდა მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის” არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ანალოგიურ შემთხვევაში, სხვა კომპანიებთან მიმართებით კომისიამ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება მათი სანქცირების თაობაზე, ადმინისტრაციული  წარმოების დაწყების მიზეზის აღმოფხვრისთანავე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” არ აქვს მითითებული კომისიის რომელი გადაწყვეტილებით შეწყდა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზებული პირის სანქცირების თაობაზე, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემისათვის. თუ მას მხედველობაში აქვს  კომისიის № 72/18-18.02.11.  გადაწყვეტილება (იხ. კომისიის ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.gncc.ge), რომლითაც ინდ.მეწარმე ზ.მამუკელაშვილისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, საქმე არ გვაქვს საქმის იდენტურ გარემოებებთან, ვინაიდან ამ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ როგორც შემოწმების ჩატარების დღეს, ისე სანქცირების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღეს, ინდ.მეწარმე ზ.მამუკელაშვილს, შპს ,,ტელე რადიო კომპანია თრიალეთისგან” განსხვავებით,  მოპოვებული ჰქონდა უფლება სატელევიზიო არხის უცვლელი სახით გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, კომისია ვერ მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთთან” მიმართებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ლ) ქვეპუნქტის, მე-4, 96-ე, 97-ე, 98-ე,  99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს” მიეცეს გაფრთხილება  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთმა”   უზრუნველყოს  სამაუწყებლო არხების: ,,მაესტრო”, ,,საქართველო“, ,,ДОМАШНЫЙ”, ,,EUROPE PLUS TV”, ,,КИНОКЛУБ”,  ,,ТНТ”,  ,,SMILE CHILDREN”,  ,,FASHION WORLD”,  ,,EUROSPORT”,  ,,A ONE”,  ,,DISNEY CHANNEL”, ,,ANIMAL PLANET”, ,,DISCOVERY”, ,,DISCOVERY WORLD”, ,,НТВ”, ,,RTR ПЛАНЕТА”, ,,РЕН TV”, ,,ДТВ - ПЕРЕЦ”, ,,НТВ  ПРЕМЬЕРА”,  ,,НТВ + ФУТБОЛ”,  ,,RU TV”, ‘’РОССИЯ 2”, ,,NATIONAL GEOGRAPHIC”, ,,БОЕЦ”, ,,MTV”, ,,AUTOPLUS”, ,,CTC”, ,,ЯМАЛ РЕГИОН“, ,,AKKIEEITV არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის”   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ,  №6) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის”  ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3  პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                  კარლო კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                   აკაკი სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები