საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 4 ნოემბრის № 574/7 და 18 ნოემბრის № 629/7 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/117-11, 21.11.11) საქართველოს ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 408.550 მჰც, 414.375 მჰც, 414.425 მჰც, 414.450 მჰც, 419.425 მჰც, 419.575 მჰც, 419.600 მჰც, 427.650 მჰც და 427.675 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2011 წლის 4 ნოემბრის № 574/7 გადაწყვეტილებით და აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 150.025 მჰც , 150.100 მჰც, 150.725 მჰც, 151.125 მჰც, 151.500 მჰც, 151.575 მჰც, 152.700 მჰც, 154.200 მჰც, 154.225 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის № 629/7 გადაწყვეტილებით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 4 ნოემბრის № 574/7 და 18 ნოემბრის № 629/7 გადაწყვეტილებები ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის საქართველოს ტერიტორიაზე 408.550 მჰც, 414.375 მჰც, 414.425 მჰც, 414.450 მჰც, 419.425 მჰც, 419.575 მჰც, 419.600 მჰც, 427.650 მჰც, 427.675 მჰც და 150.025 მჰც , 150.100 მჰც, 150.725 მჰც, 151.125 მჰც, 151.500 მჰც, 151.575 მჰც, 152.700 მჰც, 154.200 მჰც, 154.225 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
