ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 ლიცენზიებისა და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1, კომისიის 2
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ მედია ცენტრმა „ღია აფხაზეთისათვის“ (№7/557-11, 09.11.2011), კომპანიის კუთვნილი კერძო ტელემაუწყებლობის №B24; №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, მედია ცნეტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ითხოვს კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ზემოაღნიშნული ლიცენზიების ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ ფლობს:
1. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №231/5 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე კერძო ტელემაუწყებლობის №B24 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 17 სექტემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების ზონა: ტელემაუწყებლობა 47–ე დეციმეტრულ არხზე 500ვტ სიმძლავრის გამოყენებით, ქ. ჩხოროწყუ.
2. კომისიის 2011 წლის 11 მაისის №232/5 და 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებების საფუძველზე კერძო ტელემაუწყებლობის №B32 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა 38-ე სატელევიზიო არხზე, 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. წალენჯიხა და მისი მიმდებარე ტერიტორია;“
კომისიის 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1 გადაწყვეტილების საფუძველზე კერძო რადიომაუწყებლობის №B93 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 14 სექტემბრამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) FM |
პოლარიზაცია V / H |
გასხივება აზიმუტი (გრად.) |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (±10მ) |
|
ზუგდიდი,ურთის მთა, მაგთის ანძა |
107,2 |
V |
მიმართული 3000 |
1000 |
N 42°24 48.4" E 041°49 5.8" |
35 |
კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 გადაწყვეტილების საფუძველზე კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 28 დეკემბრამდე;
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ოთხი გადამცემი სადგურის (თბილისის ანძა, გორის ანძა, ქუთაისის ანძა, ბათუმის ანძა) მომსახურების ზონების ერთობლიობა, ხოლო ტექნიკური პარამეტრებია:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდუ- ლაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები
|
სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (± 25მ) |
|
1 |
თბილისი, მთაწმინდის ანძა |
98.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 41°41 44" E 044°47 09" |
85 |
|
2 |
გორი, ახალდაბის ანძა |
98.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 42°01 55.4" E 044°02 55.8" |
150 |
|
3 |
ქუთაისი, ქუთაისის ტვ ანძა |
98.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
N 42°16 48.9" E 042°44 10.1" |
80 |
|
4 |
ბათუმი, მწვანე კონცხი |
105.0 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N 41°41 37.7" E 041°42 54.8" |
45 |
კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილების საფუძველზე კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 25 ივლისამდე;
გადამცემი სადგური განთავსდება ქ. ბათუმში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით: განთავსების ადგილი - ქ. ბათუმი, გეოგრაფიული კოორდინატები: 41E39, 41N37; რადიოგადამცემის სიმძლავრე - 30 კვტ; მაქსიმალური გასხივებული სიმძლავრე - 18,2 დბ (არასიმეტრიული ვიბრატორით გასხივებული 1 კვტ ეფექტური სიმძლავრის მიმართ); ანტენის ტიპი - A (ვერტიკალური არასიმეტრიული ვიბრატორი, მაქსიმალური სიმაღლე 120 მ); გასხივების ზოლის სიგანე - 16 კჰც; გამოსხივების კლასი - A3E_ _ (ამპლიტუდური ორზოლოვანი მოდულაცია, მაუწყებლობა).
კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24 და №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა, ვინაიდან, ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“ მოთხოვნის საფუძველზე, ლიცენზიების მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიების ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც, სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ზონის გაზრდის გარეშე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ მედია ცენტრის „ღია აფხაზეთისათვის“ კერძო ტელემაუწყებლობის №B24; №B32 და კერძო რადიომაუწყებლობის №B93, №B96 და №B102 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2, 2007 წლის 14 სექტემბრის №529/1, 2007 წლის 28 დეკემბრის №809/1 და 2008 წლის 25 ივლისის №434/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 30 დეკემბერს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თამვჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
