წვდომის მენიუ

შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 709 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 02, 2011

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (25.10.2011 №7/501-11) მიმართა შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-მ ციფრების ხუთნიშნა კომბინაციის  ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

     შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ახორციელებს მოსახლეობის სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შპს ”სამედიცინო სამსახური 009”  2011 წლის 1 აპრილიდან არის 2011 წლის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტის კომპონენტის რეფერალური დახმარების ქვეკომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი.

   კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. დებულების №3 დანართის და მე-11 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ერთგვაროვანი  მომსახურების სახეების მოკლე ნომრების მინიჭება ხორციელდება კომი­სიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

    გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურებისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა ).

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-11 მუხლის გ) ქვეპუნქტის,  №3  დანართის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-9 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის 27 ნოემბრიდან 2012 წლის 27 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2.  შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ მოსახლეობის სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით მომსახურებისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”სამედიცინო სამსახურ 009”-ის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში შპს ”სამედიცინო სამსახურ 009”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”სამედიცინო სამსახურ 009”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                        ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                                    

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები