წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 751 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 15, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბერის №625/8  გადაწყვეტილების შესაბამისად,  ფიჭური ორგანიზების მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების უზრუნველყოფისთვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა  შპს ”მაგთიკომი”.

   ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”მაგთიკომს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის  (31,500.00 ლარი) 30%-ს  - 9,450.00 (ცხრა ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3,000.00 (სამი ათასი) ლარი ანუ 6,450.00 (ექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება - 2011 წლის 18 დეკემბრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დროულადაა გადახდილი 6,450.00 (ექვსი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”მაგთიკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N171 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-9-9 (ხუთი-ცხრა-ცხრა) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდიდან  დანართი N1-ით განსაზღვრული 100 000  (ასი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიჭური ორგანიზების მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირით მომსახურების უზრუნველყოფისთვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების  ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (22,050.00 ოცდაორი ათას ორმოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 22,050.00 (ოცდაორი ათას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

1837,50 ლარი    -   2012 წლის 9 იანვარამდე;

1837,50 ლარი    -   2012 წლის 9 თებერვლამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 მარტამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 აპრილამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 მაისამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 ივნისამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 ივლისამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 აგვისტომდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 სექტემბრამდე;

1837,50  ლარი    -   2012 წლის 9 ოქტომბრამდე;

1837,50 ლარი    -   2012 წლის 9 ნოემბრამდე;

1837,50 ლარი    -   2012 წლის 9 დეკემბრამდე;

4.  წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 (CD-1ცალი თან ერთვის) ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”მაგთიკომისთვის” ჩაბარებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები