წვდომის მენიუ

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 755 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 09, 2011

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის, ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N 6 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ, 05.07.2006 N 90, მუხლი 121) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (გ.გოგიაშვილი) დადგენილების პროექტის მომზადება და გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 10 იანვარს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღეში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძეს).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები