წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №

ნომერი: 757 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 05, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის № 617/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N62, N99 და N121  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებებში  ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 12 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/530-11 02.11.2011წ. და 6/4834-11, 09.11.2011წ. ) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N62, N99 და N121 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”ჯეოსელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:

ა) № N9 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 638 386 (ექვსას ოცდათვრამეტი ათას სამას ოთხმოცდაექვსი) სააბონენტო ნომერს;

ბ) № N19 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 40 089 (ორმოცი ათას  ოთხმოცდაცხრა) სააბონენტო ნომერს;

გ) № N62 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  –  497 034 (ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N99 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 390 091 (სამას ოთხმოცდაათი ათას ოთხმოცდათერთმეტი) სააბონენტო ნომერს;

ე) № N121 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 584 400 (ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრისა და შპს ”ჯეოსელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”:

ა) ”შპს “ჯეოსელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N9 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2015 წლის 29 ივლისამდე. ნუმერაციის რესურსი: 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 733 886 (შვიდას ოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი)  დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ”შპს ”კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომსა” და შპს ”ჯეოსელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N19 ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ” კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2014 წლის 12 თებერვლამდე. ნუმერაციის რესურსი: 5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი)  სულ 41 057 (ორმოცდაერთი ათას ორმოცდაჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

გ) ”ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზიას, რომელსაც კომისიის 2009 წლის 17 ივლისის №337/6 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2019 წლის 03 აგვისტომდე. ნუმერაციის რესურსი: 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 634 220  (ექვსას ოცდათოთხმეტი ათას ორას ოცი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

დ) ”შპს ”ჯეოსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2017 წლის 27 აპრილამდე. ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 418 475 (ოთხას თვრამეტი ათას ოთხას სამოცდათხუთმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ე) ”შპს ”ჯეოსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზიას, ლიცენზიის  მოქმედების ვადა 2018 წლის 01 აგვისტომდე.  ნუმერაციის რესურსი: 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 622 690 (ექვსას ოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

                “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.  

                საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს “ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N9, N19, N62, N99 და N121 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1, 2006 წლის 2 ივნისის № 238/2, 2007 წლის 27 აპრილის №210/1, 2008 წლის 1 აგვისტოს №462/1 და 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებებში  ცვლილებების შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N9 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-5 (ხუთი-ხუთი-ხუთი) სულ 638 386 (ექვსას ოცდათვრამეტი ათას სამას ოთხმოცდაექვსი)  დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

2. კომისიის 2005 წლის 29 ივლისის №539/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

3. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N19 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-1-4 (ხუთი-ერთი-ოთხი)  სულ 40 089 (ორმოცი ათას  ოთხმოცდაცხრა)  დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

4. კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №43/5 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

5. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N62 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 5-9-3 (ხუთი-ცხრა-სამი) სულ 497 034 (ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოცდათოთხმეტი) დანართი N4-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

6. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №4 (CD-1 ცალი თან ერთვის);

7. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-8 (ხუთი-ხუთი-რვა) სულ 390 091 (სამას ოთხმოცდაათი ათას ოთხმოცდათერთმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

8. კომისიის 2007 წლის 27 აპრილის №210/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

9. მოდიფიცირდეს შპს ”ჯეოსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-5-7 (ხუთი-ხუთი-შვიდი) სულ 584 400 (ხუთას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

10. კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს №462/1 გადაწყვეტილებას დაემატოს მოდიფიცირებული რედაქციის დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

11.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ჯეოსელისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

14.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები