წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 762 / 7

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  საქართველოში  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/522-11, 02.11.11) საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

      კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარმოდგენილი აქვს ”შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის შესაბამისად,  ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს სიხშირის სპექტრზე უსასყიდლო ხელმისაწვდომობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების მე-16 მუხლისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  საქართველოში  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 121  ნებართვა  და მიენიჭოს 442.200 მჰც, 150.075 მჰც, 155.675 მჰც, 162.300 მჰც, 167.700 მჰც, 152.225 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  ქ. თბილისში,  442.200 მჰც, 150.125 მჰც, 155.125 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)   ქ. გორში  და 153.925 მჰც, 151.600 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც), 4.415 მჰც, 4.990 მჰც, 5.390 მჰც, 5.995 მჰც, 6.300 მჰც, 7.390 მჰც სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 5 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.   აღირიცხოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში  ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.   დაევალოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  საქართველოში  გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის  საქართველოში  სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6)  ერთი თვის ვადაში;   

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის  საქართველოში   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები