შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2011 წლის 29 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს “ლუნეტმა“ (ს/კ 404398503) და შპს “ლუნეტმა“ (ს/კ 205212303), შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზიის (ქ. თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 2498XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად) შპს “ლუნეტისათვის“ (ს/კ 404398503) გადაპირებაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ლუნეტს“ (ს/კ 404398503) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
| ||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
| ||
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
| ||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
| ||
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება შპს “ლუნეტს“ (ს/კ 205212303) ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
| ||
|
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა | ||
|
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა | ||
|
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა | ||
|
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა | ||
|
|
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა | ||
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა | ||
|
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა | ||
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება | ||
|
|
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება | ||
|
|
|
WiFi | ||
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ლუნეტის“ (ს/კ205212303) და შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) და შპს “ლუნეტის“ (ს/კ205212303) 2011 წლის 29 ნოემბრის ერთობლივი განცხადება შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენის განზრახვის თაობაზე.
- ინფორმაცია შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) მიერ 2011 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;
- ინფორმაცია შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) წილის მფლობელთა შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ 2011 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;
- ინფორმაცია შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) წილის მფლობელთა შესახებ;
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) დამფუძნებელია ფიზიკური პირი გიორგი დალაქიშვილი (წილის 100%-ის მფლობელი). შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირი გიორგი ჯალიაშვილი (წილის 65%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი გიორგი ხონელია (წილის 35%-ის მფლობელი).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ლუნეტი“ (ს/კ 205212303), შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) დამფუძნებლი გიორგი დალაქიშვილი, შპს “ლუნეტი“ (ს/კ 404398503), შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებლი გიორგი ხონელია და შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებელი გიორგი ჯალიაშვილი არ ფლობენ სხვა ავტორიზებული პირის წილს, რაც შეეხება შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებელს გიორგი ჯალიაშვილს, იგი წილის 5%-ის მფლობელია შპს „თი-ნეტში“. ამ კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1. |
ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303), შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) დამფუძნებლის გიორგი დალაქიშვილის, შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503), შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებლის გიორგი ჯალიაშვილის, შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) დამფუძნებლის გიორგი ხონელიას აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
შპს “ლუნეტი“ (ს/კ 404398503) ქალაქ თბილისში არ ფლობს ნუმერაციის რესურსს. შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში შპს “ლუნეტს“ (ს/კ 404398503) ქ. თბილისში ექნება თბილისის სრული ნუმერაციის რესურსის 0,0125%.
კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) შემოსავლებმა საქართველოში გაწეული მომსახურებიდან 2011 წლის 9 თვეში შეადგინა 119010 ლარი, ხოლო ანალოგიურ პერიოდში შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ საქართველოში გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 253415 ლარი.
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე, შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503)“ მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზიის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) და შპს “ლუნეტის“ (ს/კ 205212303) ერთობლივი განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა შპს “ლუნეტს“ (ს/კ 205212303) მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზიის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენაზე;
3. განემარტოს შპს “ლუნეტს“ (ს/კ 205212303), რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N164 ლიცენზიის შპს “ლუნეტის“ (ს/კ 404398503) მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
