შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2009 წლის 06 ნოემ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 28 იანვრის №36/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 25 თებერვლის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელმა” კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიის რეგისტრაციის №№ 7/35-11, 7/36-11, 7/37-11, 7/38-11, 7/39-11, 24/10/2010) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”მობიტელი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:
ა) № N11 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-7 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) - 395 867 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაშვიდი) სააბონენტო ნომერს;
ბ) № N102 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-9 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 157 453 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) სააბონენტო ნომერს;
გ) № N109 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-1 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 209 282 (ორას ცხრა ათას ორას ოთხმოცდაორი) სააბონენტო ნომერს;
დ) № N112 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-2 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 294 608 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას რვა ) სააბონენტო ნომერს.
ე) № N126 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-7-4 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 215 663 (ორას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდასამი) სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელის” ზემოაღნიშნულ განცხადებებს თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებლებზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”მობიტელის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მობიტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N11 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 23.07.2013 წ-მდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა 2005 წლის 16 დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზიას, კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 29 ივნისამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N109 ლიცენზიას, კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 20 დეკემბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2007 წლის 20 დეკემბრიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიას, კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 2 მაისამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გადაპირებისთანავე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N126 ლიცენზიას, კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 26 სექტემბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს “მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N11, N102, N109, N112 და N126 ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელედეს აღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22, 2007 წლის 29 ივნისის №365/1 და 20 დეკემბრის №781/1, 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 და 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N11 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-7 (რვა-ცხრა-შვიდი) სულ 395 867 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათას რვაას სამოცდაშვიდი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;”
2. კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
3. კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №789/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
4. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-9 (რვა-შვიდი-ცხრა) სულ 157 453 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;”
5. კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
6. კომისიის 2007 წლის 29 ივნისის №365/1 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
7. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N109 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-1 (რვა-შვიდი-ერთი) სულ 209 282 (ორას ცხრა ათას ორას ოთხმოცდაორი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;”
8. კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
9. კომისიის 2007 წლის 20 დეკემბრის №781/1 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1)ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
10. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) სულ 294 608 (ორას ოთხმოცდათოთხმეტი ათას ექვსას რვა) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;”
11. კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
12. კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №591/5 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
13. მოდიფიცირდეს შპს ”მობიტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N126 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-4 (რვა-შვიდი-ოთხი)სულ 215 663 (ორას თხუთმეტი ათას ექვსას სამოცდასამი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;”
14. კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
15. კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის №559/1 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
16. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მობიტელისათვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
17. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
18. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-16, მე-17 , მე-18 და მე-19 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);
19. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-16 - მე-19 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
