წვდომის მენიუ

შპს “პაპის“, შპს “ტვ სტარის“, შპს “MINDA“-ს და შპს “TV XXI“-ს კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 780 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2011 წლის 28 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით  მიმართეს  შპს   “პაპმა“, შპს  “ტვ  სტარმა“,  შპს  “MINDA“-მ  და  შპს  “TV XXI“-მ  მათი  კუთვნილი  საოპერაციო აქტივების, კერძოდ საკაბელო ქსელების,  შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის  მიერ  შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე; შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია,  რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს   “პაპი“, შპს  “ტვ  სტარი“,  შპს  “MINDA“,  შპს  “TV-XXI“ და შპს “BATUMI MEDIA CROUP“  წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს და თითოეულს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.4

მაუწყებლობის ტრანზიტი

 

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

 

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს  “პაპის“, შპს “ტვ  სტარის“,  შპს  “MINDA“-ს, შპს  “TV XXI“-ს და  შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის ერთობლივი განცხადება შპს “პაპის“, შპს “ტვ სტარის“, შპს “MINDA“-ს  და  შპს “TV XXI“-ს  კუთვნილი  საოპერაციო აქტივების  შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის  მიერ  შეძენის განზრახვაზე თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით;

        - ინფორმაცია შპს “პაპის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

- ინფორმაცია შპს “ტვ  სტარის“ შემოსავლების შესახებ  საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

- ინფორმაცია შპს “MINDA“-ს შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

- ინფორმაცია შპს “TV XXI“-ს შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

- ინფორმაცია შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის შემოსავლების შესახებ საქართველოში გაწეულ მომსახურებაზე;

-  შპს “პაპის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-  შპს “ტვ  სტარის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-  შპს “MINDA“-ს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-  შპს “TV XXI“-ს  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-  შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “პაპის“ პარტნიორია ფიზიკური პირი მალხაზ მახაჭაძე (წილის 100%-ის მფლობელი);  შპს “ტვ სტარის“ პარტნიორია ფიზიკური პირი თამაზ ჯაყელიძე (წილის 100%-ის მფლობელი); შპს “MINDA“-ს პარტნიორია ფიზიკური პირი რამაზ მახაჭაძე (წილის 100%-ის მფლობელი); შპს “TV-XXI“-ს პარტნიორები არიან:  ფიზიკური პირი გიორგი შოუა (წილის 18,8%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი მალხაზ აფხაზავა (წილის 24,8%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი ბორის გამოვი (წილის 18,8%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი თამარ ჩხაიძე (წილის 18,8%-ის მფლობელი), ფიზიკური პირი მანუჩარ მამულაძე (წილის 18,8%-ის მფლობელი); შპს “BATUMI MEDIA GROUP“-ის პარტნიორია ფიზიკური პირი დავით შარაშიძე (წილის 100%-ის მფლობელი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “პაპის“, შპს “პაპის“ დამფუძნებლის მალხაზ მახაჭაძის,  შპს “ტვ სტარის“, შპს “ტვ სტარის“ დამფუძნებლის თამაზ ჯაყელიძის,  შპს “MINDA“-ს, შპს “MINDA“-ს დამფუძნებლის რამაზ მახაჭაძის, შპს “TV-XXI“-ს, შპს “TV-XXI“-ს დამფუძნებლების: გიორგი შოუას, მალხაზ აფხაზავას, ბორის გამოვის, თამარ ჩხაიძის, მანუჩარ მამულაძის, შპს “BATUMI MEDIA GROUP“-ის და შპს “BATUMI MEDIA GROUP“-ის დამფუძნებლის დავით შარაშიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივ განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტებისა და შემოსავლების შესახებ, განსხვავდება ამავე კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემებისაგან. კომისია დაეყრდნო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონაცემებს, რის საფუძველზეც დგინდება, რომ  შპს “BATUMI MEDIA GROUP“-ის  აბონენტთა რაოდენობამ 2011 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგინა 7767 აბონენტი, ხოლო   შპს   “პაპს“, შპს  “ტვ  სტარს“,  შპს  “MINDA“-ს  და  შპს  “TV XXI“-ს ამავე პერიოდისათვის აბონენტები არ ერიცხებოდათ.  შესაბამისად, ქ. ბათუმში, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აბონენტთა ოდენობის მიხედვით,  შპს “BATUMI MEDIA GROUP“-ის ხვედრითი წილი განისაზღვრა  44,2%-ით და საოპერაციო აქტივების შეძენის შემდეგ აღნიშნული ხვედრითი წილი უცვლელი დარჩება.

კომისია ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ შესაბამის გეოგრაფიულ სეგმენტზე ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებსაც აქვთ საშუალება  მიაწოდონ მომხმარებელს ანალოგიური მომსახურება, აღნიშნულმა  ტრანზაქციამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს   “პაპის“, შპს  “ტვ  სტარის“,  შპს  “MINDA“-ს  და  შპს  “TV XXI“-ს კუთვნილი  საოპერაციო აქტივების, კერძოდ საკაბელო ქსელების,  შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის    მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს შპს   “პაპის“, შპს  “ტვ  სტარის“,  შპს  “MINDA“-ს,  შპს  “TV XXI“-ს და შპს “BATUMI MEDIA CROUP“-ის  ერთობლივი განცხადება;

2. მიეცეთ თანხმობა შპს   “პაპს“, შპს  “ტვ  სტარს“,  შპს  “MINDA“-ს  და  შპს  “TV XXI“-ს  მათი კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს  “BATUMI MEDIA CROUP“-ის მიერ შეძენაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

             კომისიის თავმჯდომარე                                                     ირაკლი ჩიქოვანი

             კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი  

            კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი  

            კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები