წვდომის მენიუ

შპს “ კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვილკომის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლაგის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 781 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2011 წლის 28 ნოემბერს  №34-1 წერილით მიმართა  შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N43 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილის (ქ. თბილისში  სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 24256XX-2426099) შპს “ლაგის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ 2011 წლის 15 დეკემბრის  №39 წერილით მიმართა კომისიას, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ მიერ შპს “ლაგისათვის“ 500 ნომერთან ერთად დამატებით კიდევ 400 ნომრის გადაცემის განზრახვის თაობაზე, ამასთან, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ შეცვალა გადასაცემი ნუმერაციის რესურსი და შესაბამისად მოითხოვა კუთვნილი ნუმერაციის რესურსის ნაწილის (ქ. თბილისში  სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 24251XX-2425999) შპს “ლაგის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  2-ე მუხლის ჰ48 პუნქტის თანახმად, საოპერაციო აქტივს წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია,  რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას № N43, (სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 24251XX-2426XXX (1900 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი).

შპს  “კეთილი  ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

        საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

შპს “ლაგი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:

- ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია № N76  (სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 24250XX (110 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი);

- ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N80 ლიცენზია (1-0-5-4 (ერთი-ნული-ხუთი-ოთხი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად).

შპს “ლაგს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

 

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

B.M.1

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

 

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს  “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  2011 წლის 28 ნოემბრის №34-1 და  2011 წლის 15 დეკემბრის №39 წერილები,  კუთვნილი ნუმერაციის რესურსის ნაწილის შპს “ლაგის“ მიერ შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

- ინფორმაცია შპს “ლაგის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

- ინფორმაცია შპს “ლაგის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ, 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით;

- შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- შპს “ლაგის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  დამფუძნებელია ფიზიკური პირი მიხეილ გვერდწითელი (წილის 100%-ის მფლობელი). შპს “ლაგის“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი ნუგზარ ჭელიძე (წილის 100%-ის მფლობელი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“, მიხეილ გვერდწითელის,  შპს “ლაგის“, ნუგზარ ჭელიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

 შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“ ქალაქ თბილისში ფლობს 1900 სააბონენტო ნომერს (ნუმერაციის რესურსი 24251XX-2426XXX), ხოლო შპს “ლაგი“ ქალაქ თბილისში ფლობს 100 სააბონენტო ნომერს (ნუმერაციის რესურსი 24250XX). შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის ნაწილის, 900 სააბონენტო ნომრის (24251XX-2425999),  შპს “ლაგის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს  “ლაგის“ კუთვნილი სააბონენტო ნომრების ოდენობა გახდება - 1000 სააბონენტო ნომერი, ხოლო შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ - 1000 სააბონენტო ნომერი.

კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 102 აბონენტი (ქ. თბილისში ფიქსირებული სადენიანი ქსელის აბონენტების 0,027%), ხოლო ანალოგიურ პერიოდისათვის  შპს “ლაგის“ აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 100 აბონენტი (ქ. თბილისში ფიქსირებული სადენიანი ქსელის აბონენტების 0,027%).

ასევე, კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ შემოსავლებმა საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 181834 ლარი, ხოლო ანალოგიურ პერიოდისათვის  შპს “ლაგის“ მიერ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 415935 ლარი.

            წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ საოპერაციო აქტივის შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლაგის“ მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს “ლაგის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  კუთვნილი ნუმერაციის რესურსის ნაწილის შპს “ლაგის“  მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ მოთხოვნა;

2. მიეცეს თანხმობა შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“,  მისი კუთვნილი საოპერაციო აქტივის - № N43 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილის, 900 სააბონენტო ნომრის (24251XX- 2425999), შპს “ლაგის“  მიერ შეძენაზე;

3.  განემარტოს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N43 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილის, 900 სააბონენტო ნომრის (24251XX- 2425999), შპს “ლაგის“  მიერ შეძენისათვის დაცულ უნდა იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

       კომისიის თავმჯდომარე                                                     ირაკლი ჩიქოვანი

       კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

        კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

        კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

        კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები