სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის № 653/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 19 დეკემბრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ შს ”სილქნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/520-11, 02.11.2011წ) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (სულ 1 000000 სააბონენტო ნომერი) ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, სს ”სილქნეტი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს 100 370 (ასი ათას სამას სამოცდაათი) სააბონენტო ნომერს;
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და სს ”სილქნეტის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N94 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;”
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N94 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) სულ 100 370 (ასი ათას სამას სამოცდაათი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
2. კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);
3. კომისიის 2011 წლის 8 ივლისის № 337/5 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:
”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 და მე-6 პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
