საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №100 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 23დეკემბრის №100 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №100 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);
ბ) ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ი. დეკანოსიძე);
2. კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №100 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ი. მოსეშვილი |
