წვდომის მენიუ

ააიპ ”ბათუმის ბოტანიკური ბაღის”განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 788 / 12

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ  ააიპ ”ბათუმის ბოტანიკური ბაღმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/855-11, 01.12.11) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სანებართვო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია  აღნიშნავს, რომ ააიპ ”ბათუმის ბოტანიკური ბაღის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას (№ 7/855-11, 01.12.11) თანდართული არ ჰქონდა კერძო სამართლის იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების  რეესტრიდან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 1000 ლარის (500 ლარი 1 სიხშირეზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი საბუთის და  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების  რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა  10   სამუშაო  დღის  ვადა   (წერილი № 06/2757-11, 05.12.11წ.,  რომელიც   ჩაბარდა  ააიპ

”ბათუმის ბოტანიკური ბაღს”  2011 წლის 8 დეკემბერს). კომისია აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი საბუთი არ წარმოუდგენია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ააიპ ”ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/920-11, 14.12.11)  სანებართვო მოსაკრებლის გადახდის გადავადების თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანებართვო მოსაკრებლის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არის ნებართვის გაცემის წინაპირობა, ამავე დროს სანებართვო მოსაკრებელი ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად კომისია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სანებართვო მოსაკრებლის  გადახდის გადავადება და აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის გარეშე გასცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა. 

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლისმე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად დარჩეს ააიპ ”ბათუმის ბოტანიკური ბაღის” განცხადება სიხშირეების მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ -”ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები