საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №10 სხდომის დღის წესრიგი დამატებით შეტანილ იქნეს 10 (ათი) საკითხი:
ა) შპს ”გიგი 007”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ბ) შპს ”სიო-2007”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
გ) შპს ”ურუშასთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
დ) შპს ”GIS”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ე) შპს ”მ. მუმლაძის სტომატოლოგიური კლინიკა ჰელსი დენტისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ვ) შპს ”სპეცსერვისი 008”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ზ) შპს ”ჯეო-დისქავერისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
თ) ”სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ი) შპს “მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1 და №536/1 და 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი).
კ) “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).
2. კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №10 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
