სს ”საქართველოს ბანკისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, სს ”საქართველოს ბანკმა” კომისიას მიმართა განცხადებით №15/19606,24.12.10 (რეგისტირებული №7/442-10,27.12.10), ქ.თბილისში, ბანკის ცენტრალურ ოფისსა (პუშკინისქ.№3) და ლილოს დასახლებაში მდებარე ოფისს შორის, მახათას მთაზე მდებარე საკომუნიკაციო ანძის გავლით, ორმხრივი კავშირის უსადენო ტექნოლოგიით უზრუნველყოფის მიზნით, 70გჰც ÷80გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს ბანკისთვის” 70გჰც ÷80გჰც დიაპაზონში რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, CEPT-ის (კავშირგაბმულობის და ფოსტის სფეროში ევროპის კონფერენცია) რეკომენდაციის (ERC/REC(05)07 Appendix A) შესაბამისად, შერჩეულ იქნა სიხშირული წყვილები: 71.250 გჰც ± 0.125გჰც და 81.250გჰც ± 0.125გჰც; 71.500 გჰც ± 0.125გჰც და 81.500გჰც ± 0.125გჰც; (თითოეული ზოლის სიგანით 250მჰც). თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე სს ”საქართველოს ბანკმა” კომისიას აცნობა წერილით №15/3046 (რეგისტრირებული №6/582-11,11.02.2011).
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს ბანკის” მიერ სიხშირეები 71.250 გჰც ± 0.125გჰც და 81.250გჰც ± 0.125გჰც; 71.500 გჰც ± 0.125გჰც და 81.500გჰც ± 0.125გჰც; (თითოეული ზოლის სიგანით 250მჰც), გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: 71.250 გჰც ± 0.125გჰც და 81.250გჰც ± 0.125გჰც, ქ.თბილისში, ბანკის ცენტრალურ ოფისიდან (პუშკინის ქ. №3), მახათას მთაზე მდებარე საკომუნიოკაციო ანძამდე; 71.500 გჰც ± 0.125გჰც და 81.500გჰც ± 0.125გჰც, მახათას მთაზე მდებარე საკომუნიოკაციო ანძიდან, ლილოს დასახლებაში მდებარე ოფისამდე, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის
შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”საქართველოს ბანკს” სიხშირეები:
ა) 71.250 გჰც ± 0.125გჰც და 81.250გჰც ± 0.125გჰც (თითოეული ზოლის სიგანით 250მჰც), მონაკვეთზე, ქ.თბილისში, ბანკის ცენტრალური ოფისიდან (პუშკინის ქ. №3, 410 41´37˝N,
440 48´9˝E), მახათას მთაზე მდებარე საკომუნიკაციო ანძამდე;
ბ) 71.500 გჰც ± 0.125გჰც და 81.500გჰც ± 0.125გჰც (თითოეული ზოლის სიგანით 250მჰც), მახათას მთაზე მდებარე საკომუნიკაციო ანძიდან (410 42´46˝N, 440 49´42˝E), ლილოს დასახლებაში მდებარე ოფისამდე (41041´42˝N, 440 58´8˝E);
შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირის უზრუნველყოფისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებულ საქმიანობისთვის, ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სს ”საქართველოს ბანკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძეს);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”საქართველოს ბანკისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”საქართველოს ბანკისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
