წვდომის მენიუ

შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 810 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 23, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის №624/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  ქ. ფოთში  ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა  შპს ”კავკასუს ონლაინი”.

   ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”კავკასუს ონლაინს”, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (315.00) 30%-ს - 94.50 (ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 30.00 (ოცდაათი) ლარი ანუ 64.50 (სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის 2011 წლის 18 დეკემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 64.50 (სამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”კავკასუს ონლაინს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N174 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 200XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ორგანიზებისა და ფიქსირებული აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის ქ. ფოთში;

ბ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების  ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (220.50 ორას ოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (220.50 ორას ოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

18,30 ლარი    -   2012 წლის 23 იანვარამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 თებერვალამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 მარტამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 აპრილამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 მაისამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 ივნისამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 ივლისამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 აგვისტომდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 სექტემბრამდე;

18,30  ლარი    -   2012 წლის 23 ოქტომბრამდე;

18,30 ლარი    -   2012 წლის 23 ნოემბრამდე;

19,20 ლარი    -   2012 წლის 23 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები