რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 25 ნოემბრის N671/8 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემების სიმძლავრე - 10 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 6;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 34,540.02 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთას ორმოცი ლარი და ორი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 12 დეკემბერი 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2011 წლის 30 დეკემბერი, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 1,727.00 (ათას შვიდას ოცდაშვიდი ლარი).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ შპს ”სტერეო +”–მა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტერეო +”–ს უფლებამოსილი წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”სტერეო +”–ს უფლებამოსილმა პირმა გიორგი ხითაირშვილმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის (34,540.02 ლარი) და აუქციონის ერთი ბიჯის 1,727.00 (ათას შვიდას ოცდაშვიდი ლარი) საერთო ოდენობის - 36,267.02 (ოცდათექვსმეტი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სტერეო +” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის N671/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 36,267.02 (ოცდათექვსმეტი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და ორი თეთრი) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”სტერეო +”–მა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 10,880.11 ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3,455.00 (სამი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარი) ლარი ანუ 7,425.11 (შვიდი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2012 წლის 30 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს 25,386.91 (ოცდახუთი ათას სამას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”სტერეო +“–სთვის ჩაბარებისთანავე;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
